ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნიკა გვარამია მოსამართლეებს ახალ, სკანდალურ დოკუმენტებს უქვეყნებს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია 6 საათზე სპეციალური ბრიფინგის გამართვას აპირებს, სადაც ტელევიზიის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,  ახალ, სკანდალურ დოკუმენტებს გამოაქვეყნებს.

მოპოვებული საბუთებით მტკიცდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, რომელმაც „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილა, არაუფლებამოსილია განიხილოს სამოქალაქო დავა, რადგან   მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა შორენა ყაველაშვილმა 2005 წლის 18 ივნისს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, კანონის თანახმად კი ყავლაშვილს არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც „რუსთავი 2“-ის სამოქალაქო დავას იხილავდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილ დოკუმენტებს შორის არის შორენა ყაველაშვილის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მან ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

“ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ რუსთავი 2-ის საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგიამ, უკანონო შემადგენლობამ, რაც ცალსახად კანონის დარღვევაა და მათ მიერ მიღებული გადაწვეტილება ყოველთვის ჩაითვლება, როგორც უკანონო,” – განუცხადა რუსთავი 2-ს, სამაუწყებლო კომპანიის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.

გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამ თემაზე 6 საათზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

doc1

doc2

იტვირთბა....