ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის გამოიდარებს: როდემდე გაგრძელდება ცუდი ამინდები საქართველოში

წვიმიანი და  არამდგრადი ამინდი საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.

დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექი.

 

ტემპერატურა :

ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით +18 + 23 გრადუსი იქნება, მთაში +16 +21, მაღალ მთაში +13 +18 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ +18 +23 , მთაში +16 +21, მაღალ მთაში +12 +17 გრადუსია ნავარაუდევი.

ამინდი:

თბილისში ხვალ უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და წვიმა არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერტურა ღამით +14 დღისით +22 გრადუსი იქნება.

12 ივნისს დასავლეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოშიც ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა საღამოსა და ღამის საათებში ზოგან წვიმაა ნავარაუდევი.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მასშტაბით 13,14 და 15 ივნისს გამოიდარებს.

იტვირთბა....