aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვიზალიბერალიზაციას 70%-იანი ალბათობით ახლა, 100%-ი ალბათობით კი წლის ბოლოს მივიღებთ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას, იანოშ ჰერმანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 70%-იანი ალბათობით, საქართველო ვიზალიბერალიზაციას ახლა მიიღებს, 100%-იანი ალბათობით, წლის ბოლოს. მისი განცხადებით, იანოშ ჰერმანთან შეხვედრა ერთი თვის წინ ჰქონდა:

„მე ვფიქრობ, არადამსახურებულად საქართველო მოექცა ბევრი იმ პრობლემის ცენტრში, რაც ევროპას ბოლო დროს გადახდა. თურქეთს და კოსოვოსაც უნდა ვიზალიბერალიზაცია. საქართველომ განუხრელად შეასრულა ყველა პუნქტი, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. აქაც უნდა მოვითმინოთ, ვერ მივიღებთ უახლოეს დროში, მივიღებთ სექტემბერში, მაგრამ მოლოდინი უნდა დაგვრჩეს და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, იქნებ როგორმე მოხერხდეს უახლოეს დროში ვიზალიბელარიზაციის მიღება. ევროკავშირის ელჩთან მქონდა შეხვედრა ერთი თვის წინ. თუ გნებავთ მის სიტყვებასაც გეტყვით, 70%-იანი ალბათობით შეგვიძლია ახლა მივიღოთ, მაგრამ 100%-ი ალბათობით მივიღებთ წლის ბოლოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ სამი ქვეყანა, საფრანგეთი, იტალია და გერმანია წავიდა. შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის პროცესი რამდენიმე თვით გადაიდო.

იტვირთბა....