aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ბოტანიკური ბაღის მოშორებით ჰესის მშენებლობლობაზე გადაწყვეტილება მიღებულია“

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ჰესის მშენებლობის პროექტი არსებობს, მაგრამ არა ბოტანიკურ ბაღში, არამედ მისგან მოშორებით, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ზოოპარკში განუცხადა.

მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა დედაქალაქის მერიას მშენებლობის ნებართვა ჯერ არ გაუცია.

„მნიშვნელოვანია, რომ ჰესი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არ შენდება. ის განცხადებები, რაც გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, იყო მორიგი სიცრუის ტირაჟირება, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე გაუკეთებიათ მათ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესი არ შენდება. რაც შეეხება მის გარეთ, საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე პატარა ჰესის მშენებლობას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ჩვენთან ჯერ პროექტის განხორციელებაზე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, თუმცა დადგენილი წესით, ის იქნება განხილული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მერია ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობას გეგმავს.

იტვირთბა....