aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილს თბილისის მერია სასამართლოში უჩივის

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ მან თავად განაცხადა და დასძინა, რომ ელისაშვილმა ან ფაქტები წარმოადგინოს, ან საჯაროდ ბოდიში მოიხადოს.

„ელისაშვილმა წარმოადგინოს სამსახურის სისტემაში კორუფციის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ან უარყოს ცრუ ბრალდება და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს მსგავს უაპელაციო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება მერიის თანამშრომელთა დისკრედიტაციას“- განაცხადა დიმიტრი მოსულიშვილმა.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა გუშინ მერიის არქიტექტურის სამსახური და მისი ხელმძღვანელი კორუფციულ ქმედებებში დაადანაშაულა.

იტვირთბა....