aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაეროს თანამშრომელი გადადგა: „გაერო სათანადოდ არ იძიებს ბრალდებებს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერო-ს თანამშრომელი, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი მშვიდობისმყოფელების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებს იძიებდა, გადადგა. ამის შესახებ ბრიტანული ტელემაუწყებლობა „ბიბისი“ იტყობინება.

მისი ინფორმაციით, ანდერს კომპასმა განაცხადა, რომ გაერო სათანადოდ არ იძიებს იმ ბრალდებებს, რომლის თანახმად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი მშვიდობისმყოფელები, ფულისა და საკვები პროდუქტების ნაცვლად, არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალურ კონტაქტს ამყარებდნენ.

„თანამდებობას ვტოვებ იმ პირთა სრული დაუსჯელობის გამო, რომლებიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს“- განაცხადა კომპასმა.

ანდერს კომპასი გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის საველე სამუშაოების ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

იტვირთბა....