aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სარა ვილიამსონი: „ევროკავშირს უნდა რცხვენოდეს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა ვილიამსონი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში სავარაუდოდ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები საკუთარი ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის პროცესის საწინააღმდეგოდ ლობირებდნენ.

„ევროკავშირს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის, მაგრამ არა იმდენად, როგორც ზოგიერთ ქართულ, სავარაუდოდ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ლობირებდნენ საკუთარი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის საწინააღმდეგოდ და ამას აკეთებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არ არის მოქალაქეობრივი ან პატრიოტული საქციელი. ეს ნარცისიზმი და ავადმყოფობაა.” – წერს სარა ვილიამსონი და იქვე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან პოზიციის გამოხატვის შეფერხება, შესაძლოა, ამ პარტიების ქმედებებს უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა ისევ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის დაწესების შესახებ. აღნიშნულ საკითხს შინაგან საქმეთა მინისტრები 10 ივნისს, პარასკევს განიხილავენ.

იტვირთბა....