ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში 44 წლის მამაკაცი მოკლეს: შელაპარაკება მეზობლებს შორის

მეზობლებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე.

44 წლის მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული.

თვითმხილველების თქმით, ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ლევან ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – 1972 წელს დაბადებულ იგორ ნ.-ს სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. იგორ ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)”.- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....