aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სუსი: „ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული“

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფელ ავლევთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ აღმართვის თაობაზე სუს-ი განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი მორიგ პროვოკაციულ ქმედებას წარმოადგენს.

„მიმდინარე წლის 6 ივნისს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას,” – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული უკანონო ქმედება 28 ივნისს დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სოფელ ავლევთან, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ისინი საკუთარ მიწაზე შესვლას ვეღარ ახერხებენ.

იტვირთბა....