aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თავისუფალი დემოკრატები“ 16 ივნისისთვის აქციას აანონსებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„თავისუფალი დემოკრატები“ 16 ივნისს 2 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქციას გამართავენ, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ე.წ. „კაბელების საქმეზე“ დაკავებულების გასათავისუფლებლად ბრძოლას სამართლებრივი ფორმითა და აქციებით განაგრძობენ.

„ადვოკატებმა უკვე მიიღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი. ჩვენ შევიტანთ სააპელაციო საჩივარს. 16 ივნისს გაიმართება აქცია, სადაც კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებს ამ ადამიანების გასათავისუფლებლად სამართლებრივი ფორმით, ასევე გავაგრძელებთ აქციებსაც,” – აღნიშნა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, 16 მაისს საქალაქო  სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს მოსამართლემ 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

იტვირთბა....