ახალი ამბები მთავარი სპორტი

„ესპანელები გაოგნდნენ“: რას წერს უცხოური პრესა საქართველოს გამარჯვებაზე

 

უცხოური მედია საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურა ესპანეთის ნაკრების მარცხს საქართველოსთან.

წარმოგიდგენთ სათაურებს, რომლითაც უცხოური პრესა ესპანეთის და საქართველოს ამხანაგურ მატჩს აფასებს:

Mirror: „ვინსენტ დელ ბოსკესგან ევროპის ჩემპიონებზე ზეწოლა გაიზრდება “

Goal.com: “ევროპის ჩემპიონები გამანადგურებლად დამარცხდნენ”

Eurosport: “ესპანელები გაოგნდნენ თამაშის ბოლოს საქართველოს  შეტევით”

Daily mail: “ესპანეთი საკუთარ სახლში საქართველომ დაამარცხა (რომელიც რეიტინგით მათზე 131 საფეხურით დაბლაა).”

The Sun: “ევრო 2016-ის ფავორიტს ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თავის ტკივილი აწუხებს”.

Gazzetta Dello Sport: “ევროპის ჩემპიონებმა პირველი ნახევარი წააგეს და ოქრიაშვილის გოლით გაკვირვებულები დარჩნენ”.

L’Equipe: “მშიშარა ესპანეთი!” საქართველომ ესპანეთის სტუმრად დამარცხებით პრესტიჟული გამარჯვება მოიპოვა”.

Bild: “ესპანეთი ევრო 2016-ის ტესტს ვერ აბარებს”.

A Bola: “ესპანეთი ევრო 2016-ის დებიუტამდე შინ მარცხდება. ბოსნიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოგების შემდეგ ესპანელებს ჩავარდნა აქვთ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო.

 

იტვირთბა....