კახა კუკავა, აკაკი ასათიანი, კონსტანტინე გამსახურდია და კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები საარჩევნოდ “პატრიოტთა ალიანსთან” ერთდ ბლოკში ერთიანდებიან.
ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველო” , კონსტანტინე გამსახურდიას პარტია “თავისუფლება”, აკაკი ასათიანის -“საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი”, გოჩა ჯოჯუას “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” და გია ბერძენიძე – “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.
საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია”. ბლოკში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა პარტიებთან კონსულტაციისთვისაც მზად არიან.