ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღის შესახებ ნიკა მელიას პასუხობს

„პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან ამ ტიპის განცხადებები არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს“- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. საქმე შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობა იგეგმება.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ბოტანიკურ ბაღში საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას ადგილი არ ექნება.

“პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან ამ ტიპის განცხადებები არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. არც ჩემთვის არის საინტერესო.

ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ჩვენ ყველა კითხვას ვუპასუხეთ, როცა მე მივედი საკრებულოში ყველა საკითხი ძალიან ნათელი და მკაფიოა საზოგადოებისთვის. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო ვითარდება და რაიმე სახის შემზღუდავ ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას იქ ადგილი ნამდვილად არ ექნება”,- განაცხადა ნარმანიამ.

იტვირთბა....