დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია იწყება. დღეს პრემიერი არჩევნების დანიშვნის აქტს გაუკეთებს კონტრასიგნაციას და გადაუგზავნის პრეზიდენტს.
პრეზიდენტის მიერ ამ აქტის გამოქვეყნებისთანავე, ის ძალაში შედის. ამის შემდეგ კი წინასაარჩევნო 4 თვიანი კამპანია ოფიციალურად იწყება.
წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებსა და კორცხელის ინციდენტზე ამახვილებს ყურადღებას.
მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრობს უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაურიც.