ახალი ამბები მთავარი სპორტი

ისტორიული მომენტი: საქართველომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა (ვიდეო)

7 ივნისს მადრიდის გარეუბან ხეტაფეში, “კოლისეუმ ალფონსო პერესზე” ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები!

მატჩის მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა წამოიწყო კონტრშეტევა, სადაც მცველებთან მიახლოებისას ბურთი უკვე ჯაბა ჯიღაურმა მიიღო და საჯარიმოში შევიდა. ჯიღაურმა გამჭოლი პასი თორნიკე ოქრიაშვილზე გააკეთა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო.

მეორე ტაიმში, ესპანეთის ნაკრებმა ზედიზედ რამდენიმე ცვლილება გააკეთა. მოედანზე ინიესტა და სილვაც შემოვიდნენ. ისინი მთელი ტაიმის განმავლობაში უტევდნენ საქართველოს ნაკრების კარს, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს და საქართველოს ნაკრებს აქტივში ისტორიული გამარჯვება მიუთვალეს.

ესპანეთი-საქართველო 0:1

გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40)

ესპანეთი: დე ხეა, პიკე, ბუსკეცი (76 პედრო), ლუკას ვასკესი (61 დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46 ინიესტა), ტიაგო (46 კოკე), სერხიო რამოსი (46 სან ხოსე), ხუანფრანი (46 ბელერინი), ჟორდი ალბა, ადურისი, ნოლიტო

მთ. მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: რევიშვილი (55 კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, აბურჯანია (78 ცისკარიძე), ყაზაიშვილი (72 ქვილითაია), დვალიშვილი (72 ჭანტურია), ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი (84 კობახიძე)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაფრთხილება: 61 კვერკველია, 81 სან ხოსე

მსაჯები: ვილიალმურ თორარინსონი, გულფი სიგურდსონი, გუნარ გუნარსონი, ხუან მარტინესი.

sportall.ge

https://www.youtube.com/watch?v=hSMyYLtOjEU

 

იტვირთბა....