ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

„რუსთავი 2“ გადაწყვეტილების მოლოდინშია

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. როგორც მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ განაცხადა, გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მათ გარკვეული დრო სჭირდებათ.

საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღს სააპელაციო სასამართლო წინასწარ გაავრცელებს.

შეგახსენებთ, დღეს სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ კიდევ ერთი ადვოკატი, ზაზა ბიბილაშვილი 500 ლარით დააჯარიმა. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და წინა პროცესზე გაძევებული ორი მოსამართლე მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომაზე დღესაც არ დაუშვა.

იტვირთბა....