ლონდონში, “სოტბის” აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო “შველი წყლის პირას” ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
“სოტბის” აუქციონზე ტილო დღეს 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ნახატის საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო. აუქციონზე ასევე გატანილი იყო ლადო გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“(ფიროსმანის პორტრეტი).
ორივე ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი, თუმცა მათ მითითებული ჰქონდა ავტორების ეროვნება.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს “კრისტის” აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო “არსენალის მთა ღამით” 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.