სოფელ პატარძეულში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშუტო ტაქსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მათგან ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი – სავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.