ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გარწმუნებთ, მოგენატრებით“: ივანიშვილს კვირიკაშვილზე ჰკითხეს

ბიძინა ივანიშვილი “ტექნო პარკში” ეროვნული მაუწყებლობის ჟურნალისტებს ხვდება.

 

ჟურნალისტმა „ტაბულადან” ჰკითხა, უშვებს თუ არა რომ საზოგადოების ნდობა მის მიმართ შემცირდა.

„რაღაც ეტაპზე, აგიტაციური მედიის დამსახურებით, ნდობის გარკვეულწილად შემცირება ვიგრძენი. აგიტაციური მედია ავრცელებს რომ აქ ვმდიდრდები, მე კი ხალხის სამსახურში ვარ. როგორც ვიგრძნობ რომ მათ ხალხის ნდობა არ აქვს, საპენსიო ასაკიც ახლოს არის, წავალ, ბევრი ჰობიც მაქვს და კარგად ვიქნები. გარწმუნებთ, რომ მოგენატრებით ”. – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ჟურნალისტმა ჰკითხა, კვირიკაშვილიც ისე თუ ეკითხება წასვლაზე, როგორც ღარიბაშვილი ეკითხებოდა.

„კარგი კითხვაა. ჩვენ დავაფუძნეთ ის წესი, რომ თანამდებობაზე მუდმივად არ იყვნენ. ეს კარგია. კვირიკაშვილი ჯერ ახალგაზრდა პრემიერია, მას კრიზისი არ ჰქონია ჯერ. ღარიბაშვილს ჰქონდა კრიზისი… ჯანყარაშვილის თუ ნაცების თემა… იქ გადაცდომები იყო, მაგრამ შემდეგ ღარიბაშვილმა გაასწორა თემა, ღირსეულად მოიქცა. მას დიდი რესურსი აქვს. როცა მოუნდება, მაშინ შეაღებს პოლიტიკის კარს კვლავ. ღარიბაშვილის ფასი შეუდარებელია.“ – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ღია წერილით გახსნა. მან მოკლედ მიმოიხილა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული საკუთარი ღია წერილი, რის შემდეგაც ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.

 

იტვირთბა....