მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერიზაციის დაწესების საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა სარიუშ ვოლსკიმ სტრასბურგში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა “საქართველოში დემოკრატიის დეფიციტი” იყო.
“საუბარი იყო პოლიტპატიმრებზე, მედიის დევნაზე, კონკრეტულად “რუსთავი2″-ზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამართულ საარჩევნო პროცესის დროს დეპუტატებზე ზეწოლაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროპული დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით საქართველომ მსგავსი შემთხვევები უნდა აღკვეთოს,” – განაცხადა სარიუშ ვოლკსკიმ.
მისი თქმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება არ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე დემოკრატიის კუთხით.
“ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მოგვიანებით მიიღებს, მაგრამ რაც უფრო მეტს გააკეთებს დემოკრატიის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მით უფრო სწრაფად და მარტივად მოხდება ეს. როგორც მან განმარტა, ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვის გადადება გამოწვეულია ევროკავშირის წევრ ქვეყნების შორის არსებული უთანხმოებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესების საკითხზე. “ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით, სანამ რომელიმე ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია დაწესდება, იქამდე უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი”. – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.