ბიძინა ივანიშვილი “ტექნო პარკში” ეროვნული მაუწყებლობის ჟურნალისტებს ხვდება.
ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ყოფილ პრემიერს “რუსთავი 2”-ის შესახებ ჰკითხა. „თანაინვესტირების ფონდი თუ ინგა პავლოვა, ამის შესახებ ვისაუბროთ” – დაიწყო კვესიტაძემ. „ეგ არის თქვენი ხელწერა, როგორ აკადრებთ თქვენ თავს ამას, რა შუაშია პავლოვა…” – უპასუხა ივანიშვილმა.
„ჩაჭიდებული” საუბრის შემდეგ, ეკა კვესიტაძემ “რუსთავი 2”-ის სასამართლოს შესახებ იკითხა.
„ჩემი სურვილია არჩევნებამდე „რუსთავი 2” იმ ფორმით იყოს, როგორც ახლა არის. თქვენ ბევრ სიცრუეს ავრცელებთ და მოვნახავთ დროს, რაიმე ფორმატით, გადაცემაში მოვიდე და გიპასუხოთ. თქვენი სურვილია სასამართლო პროცესები გადაცემებში განვიხილოთ. ეს რთული და შეუძლებელია. მინდა იან კელის განცხადება გავიხსენო და მისი პოზიცია გავიზიარო. თქვენი დირექტორი უზრდელობს და უხეშობს, ამიტომ გამოაძევეს სასამართლოდან. ტელევიზიას იშვიათად ვუყურებ, უფრო ვკითხულობ და აქედან ვიღებ ინფორმაციას. თქვენი მეუღლე მაშინ შსს-ს მოადგილე იყო მგონი და მაშინ სასამართლო პროკურატურას იყო მიბმული. ახლა ონლაინში უყურებთ სასამართლო პროცესს. ჩემი დამოკიდებულება “რუსთავი 2”-თან ასეთი დამოკიდებულებაა, რომ უნდა დარჩეს არჩევნებამდე ასეთი ფორმით. თქვენ უნდა შეეჩვიოთ იმას, რომ კანონი ყველაზე მოქმედებს და მათ შორის თქვენზეც. მაგრამ ამას ვერ ეგუებით. სადაც სამართალი მოგაკითხავთ, ვერ ეგუებით. თქვენ დროს სასამართლო არ არსებობდა.
რა უნდა გვარამიას, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როცა “იმედის” ჟურნალისტები მიწაზე იყვნენ გართხმულნი და ისე წაიღეს ტელევიზია. სააკაშვილის ტელევიზიას დღეს გვარამია იცავს. თქვენგან განსხვავებით არ მყოფნის სითავხედე სასამართლოს მივანიშნო, როგორ უნდა დაამთვაროს საქმე.
მენეჯმენტის შეცვლა ახლა, არჩევნებამდე ტელევიზიაში, ჩემთვის არასასურველია. იქ მესაკუთრეები დაობენ. იან კელისთან გუშინ მქონდა შეხვედრა. წერილში, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს “რუსთავი 2”-ზე, ვეთანხმები, რომ სასურველი არ არის. ამას ამერიკაში და ევროპაში ვერ გაიგებენ. მაგრამ ელჩი წერილს გვარამიას კრიტიკით იწყებს, იხსენებს საკუთარ ქვეყანას, ამერიკას, რომ იქ რომ ასე მოხდეს, ქვეყანა გაივსება გულშემატკივრებით. ეს კაცი ჩვენი მეგობარია და გულწრფელად აფასებს. გუშინაც გვქონდა პოლემიკა და რაღაცეებში არ ვეთანხმები, მაგრამ მას ძალიან სურს ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს. მაგრამ არ ვეთანხმები იმაში, რომ აქ ქუჩა ხალხით არ გაივსება, რადგან “რუსთავი 2”-ზე სხვა შეფასება აქვს ხალხს. მაგრამ გარეთ სხვა შეფასებას მივიღებთ. თქვენ მოახერხებთ ვირტუალურად, რასაც 9 წელი ახერხებდით და გააფორმებთ ამას. იქნებ სასამართლო შედეგი არჩევნებამდე არ დადგეს, ეს ჩემი პირადი სურვილია. ვთხოვდი ხალვაშს და დვალს, თუ უფრო ადრე და მათ სასარგებლოდ დასრულდა, არ შეეხონ გვარამიას და მენეჯმენტს და საფასურად რაც უნდა ის მოითხოვონ ჩემგან. თქვენი ერთ-ერთი სიცრუეა რომ ვჩეხავ ტყეებს და ვანადგურებ ბუნებას. თქვენ ეთერში მოვახერხებ პირადად თქვენ მიერ წარმოდგენილ სიცრუეებს წერილობითად ვუპასუხებ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის გადალახვის რობლემა გექნებათ, ამიტომ პროვოკაციებს აწყობთ. არჩევნები მძიმე გექნებათ. ეს ჩემი შეფასებაა და ინტერპრეტაციები არ მისცეთ, რომ არჩევნები გაყალბდება. ეს ობიექტური შეფასებაა“ – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ღია წერილით გახსნა. მან მოკლედ მიმოიხილა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული საკუთარი ღია წერილი, რის შემდეგაც ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.