ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ქუთაისში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ჭომის დასახლებაში მოხდა. გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, რომ მკვლელობის მიზეზი პირადი უთანხმოება იყო.

გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, მუხლს და დამატებით დეტალებს კი უწყება მოგვიანებით თავად გაავრცელებს.

იტვირთბა....