ამ წუთებში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი “ტექნო პარკში” ეროვნული მაუწყებლობის ჟურნალისტებს ხვდება.
ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ ყოფილ პრემიერს ჟურნალისტებთან ურთიერთობის შესახებ ჰკითხა. “რატომ გაქვთ ჩვენთან კონფრონტაცია? “- ამ კითხვაზე ივანიშვილმა უპასუხა, რომ “ასე არ ჰგონია”:
„მიჯირყვნა არ გამომიყენებია, მე ვთქვი მიჭირხვნა. ვერ ვიზიარებ შეფასებას, რომ ჟურნალისტებს ვჭირხვნი. პირველ არხზე კვესიტაძესთან შეხვედრა მქონდა და ძალიან ჩაჭიდებული იყო ეს. თუ მე ასეთი შეფასება მაქვს, არ მომწონს. ძალიან კარგი პრაქტიკა მივიღე, რეალტივიდან, რუსთავი 2-დან და პირველი არხიდან სადაც არაორდინალური შეხვედრა მქონდა, ბოლო ინტერვიუს ვგულისხმობ. თავს უფლებას ვაძლევ, თუ ისე არ ვხედავ, ვუპასუხო. არ მსიამოვნებს თუ ჟურნალისტ ვანაწყენებ, მაგრამ ეს მგონი ნორმალურია და არა- ზღვარგადასული. ძალიან მშურს თქვენი და მომწონს თქვენი პროფესია. მეც ვაპირებდი ჟურნალისტობას, ამიტომ გავაკეთე გადაცემა “2030”, მაგრამ არ გამოვიდა. სექტემბერში კვლავ ავპირებ იგივე გავაკეთო და შეაფასებთ, როგორ გამომივა. “ჯიდიესზეც” გეტყვით, რომ ყველაზე ზომიერი ტელევიზიაა. ვერავინ ვერ დაარქმევს “ჯიდიესს”, რომ ჩემს ან ხელისუფლების აგიტაციას ეწევა. სხვა ტელევიზიები უფრო გადაჭარბებულნი არიან ჩვენი კრიტიკით. ჯობია ეს ასე იყოს“
.-განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ღია წერილით გახსნა. მან მოკლედ მიმოიხილა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული საკუთარი ღია წერილი, რის შემდეგაც ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.