ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კორცხელში მთავრობამ პირწმინდად წააგო არჩევნები”

ამ წუთებში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი “ტექნო პარკში” ეროვნული მაუწყებლობის ჟურნალისტებს ხვდება.

ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ ყოფილ პრემიერს მოახლოებულ არჩევნებზე დაუსვა კითხვა. ივანიშვილის თქმით, მოქმედი ხელისუფლება პროვოკაციაზე არ უნდა წამოეგოს:

„ადგილობრივ არჩევნებზე კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ. თუმცა ეს არ ამართლებს მოქმედ ხელისუფლებას და ეს აღარ უნდა განმეროდეს, პროვოკაციაზე აღარ უნდა წამოეგონ.

კორცხელში მთავრობამ პირწმინდად წააგო არჩევნები, არა იმიტომ, რომ შეცდომები დაუშვა, არამედ იმიტომ, რომ ამომრჩეველმა ვერ გაიგო. საზოგადოებამ სწორად ვერ შეაფასა ხელისუფლების მიერ საკუთარი გუნდს წევრის დასჯა და არასწორად შეაფასა ეს ნაბიჯი”. – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ღია წერილით გახსნა. მან მოკლედ მიმოიხილა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული საკუთარი ღია წერილი, რის შემდეგაც ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.

 

იტვირთბა....