როგორც ყოველთვის, დღესაც თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ახლაც აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სამუშაოების ჩატარებაა.
გთავაზობთ უბნებს, რომლებსაც დღეს ელექტროენერგია შეეზღუდებათ:
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელ ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის, გარდაბნის, წმინდა ბარბარეს და სადგურის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, მუხიანის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, სოფელ გლდანის, ავშნის, მამკოდის, ლაგურაშვილის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ახალციხელის, მეფე მირიანის, თავდადებულის, ინტენსიფიკაციის, გამრეკელის, ძოწენიძის, პეკინის, კოსტავას, ბახტრიონის, ნუცუბიძის, დელისის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და კამანის ქუჩების მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ელექტროენერგიასთან ერთად დღეს თბილისის ზოგიერთ ქუჩას გაზმომარაგებაც შეეზღუდება. როგორც კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისში” აცხადებენ, დღეს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, მთაწმინდის რაიონში, სამღებროს ქ. 21-თან გამავალი დაბალი წნევის გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ მისამართებზე – ბეთლემის, ბოტანიკურის, სამღებროს, აბანოს, საადის, ორპირის, ირგვლივის, ახუნდოვის, ფირდოუსის, ხარფუხის, ტაბახმელის, ხუციშვილის, ხონელის, გრიშაშვილისა და გორგასლის ქუჩები, ასევე თუმანიანის ქუჩებს 23/1 (700-მდე აბონენტი).
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.
“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს”, – ნათქვამია განცხადებაში.