X ფაქტორის დამთვრების შემდეგ სერიოზული ინციდენტი მოხდა. ნინას გამარჯვებას ულოცავნდნენ სცენაზე, როცა უცნობი მამაკაცი აიჭრა და სოფო ნიჟარაძეს სახეში მუშტი დაარტყა. დამნაშავე ფილარმონიის დაცვამ სცენიდან ჩამოათრია, მაგრამ აღნიშნულმა პირმა გაქცევა მოახერხა. როგორც ირკვევა, დამნაშავეს მობილური ტელეფონი დარჩა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გაჩნდა, ნიჟარაძე სასწრაფოდ საგრიმიორო ოთახში შეიყვანეს. ნიკა გვარამიამ პოლიციას მიმართა, არ გაუშვათ, რა გაუშვით? როგორ გაუშვით…
ადგილზე სასწრაფო დახმარება მივიდა. სოფომ დედასთან ერთად ფილარმონია დატოვა.
https://youtu.be/uh2CjpRDkMU