ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ყოფილმა მეუღლემ სასიკვდილოდ დაჭრა, გარდაიცვალა

ახალგაზრდა გოგონა, რომელიც რამდენიმე საათის წინ ყოფილმა მეუღლემ სასიკვდილოდ დაჭრა, გარდაიცვალა.
ექიმებმა რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ისანში, გარეკახეთის ქ. #9-ში მდებარე სასტუმროს წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტს წინ კამათი და ჩხუბი არ ახლდა. მამაკაცი სასტუმროში მივიდა, ქალბატონი შენობის გარეთ გაიყვანა და რამდენჯერმე ესროლა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....