ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში: მამაკაცმა ქალბატონი სასტუმროდან გარეთ გაიყვანა და რამდენჯერმე ესროლა

სასტუმრო „ახალი სასტუმროს“ თანამშრომელი ქალბატონი სავარაუდოდ, მისმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

როგორც არხის ვებ-გვერდზე წერია, თვითმხილველების ცნობით, ინციდენტს წინ კამათი და ჩხუბი არ ახლდა. მამაკაცი სასტუმროში მივიდა, ქალბატონი შენობის გარეთ გაიყვანა და რამდენჯერმე ესროლა.

ცნობილია, რომ დაშავებული სასწრაფო დახმარებამ უკვე  საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, „გამოძიება დაწყებულია 19/108 მუხლით,  განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგაცნობთ“.

იტვირთბა....