ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი ხვალ ტელეჟურნალისტებს ხვდება

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ, 12.00-ზე, ათი ტელევიზიის ჟურნალისტებს შეხვდება. ფორმატის შესახებ ინფორმაციას ქართუ ჯგუფის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის შესავალი სიტყვით დაიწყება. ამის შემდეგ, 10 ტელეარხის წარმომადგენელი რიგრიგობით დასვამს კითხვებს და რესპოდენტი პასუხობს. კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი.

“მეტრონომს” “ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურში განუცხადეს, რომ შეხვედრა ოქროყანაში მდებარე ტექნოპარკში გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე  “რუსთავი 2”-ის და “ტაბულას” წარმომადგენლებიც არიან მიწვეულნი.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მაქსიმუმ ორ საათს გაგრძელდება.

იტვირთბა....