iPhone+ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის მიერ გაცემული აქტი ვერ დასტურდება, რომ ტელეფონი მეორადია. როგორც კომპანიაში განმარტავენ ეს ყველაფერი კონკურენტი კომპანიების მიერ მიზანმიმართული ქმედებაა.
”2016 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, კომპანია iPhone+ ის (აიპლუსის) ყველა ფილიალში, ერთდროულად შემოვიდა საგამოძიები სამსახური.
როგორც საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, უნდა დაილუქოს და წაიღონ შესამოწმებლად ტელეფონები იმ მიზნით, რომ დადგინდეს, ახალია თუ არა.
წარმოადგინეს სამხარაულის მიერ გაცემული აქტი, სადაც ვერანაირად ვერ დასტურდება და ფიზიკურად ვერ დადასტურდება, რომ ტელეფონი არის მეორადი, რადგანაც iPhone+ ის 7 წლის მოღვაწეობის მანძილზე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და ბუნებაში არ იარსებებს.
თუმცა საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნთქვამია, რომ დაადგინეს ტელეფონის ნაკლოვანება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მსგავსი არაფერი წერია.
ვფიქრობთ, აღნიშნული ქმედება არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენი კომპანიის. ეს არის ძალზედ საშიში ქმედება და სიგნალი ისეთი მგრძნობიარე ორგანიზმისათვის, როგორიც ბიზნესია.
ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული არის კონკურენტი კომპანიების მხრიდან მოწყობილი ქმედება, კონკურენტი კომპანიის ახლობლების საშუალებით, თუმცა მეორე მხრივ მივესალმებით იმ ფატს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება სპეკულაციები აღნიშნულ თემაზე და დადგინდება სიმართლე.
საგამოძიებო სამსახურმა ყველა ფილიალიდან ამოიღო სხვადასხვა მოდელის ტელეფონების ნაწილი შემოწმების მიზნით, მიმდინარეობს ოქმების შედგენა, ექსპერტიზის პასუხს გამოვაქვეყნებთ მიღებისთანავე და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება iPhone+-ზე ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, სხვადასხვა კონკურენტი ორგანიზაციების მხრიდან.
უფრო დეტალურ განაცხადეს კომპანია მოგვიანებით გააკეთებს.
კომპანიის ყველა ფილიალი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას 15:00 საათიდან”, – აცხადებენ iPhone+ ის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს iPhone+ ის ყველა ფილიალში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რის შემდეგაც ამ დრომდე დახურულია ყველა ფილიალი.