ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოს გასანადგურებლად სამუშაოები მიმდინარეობს

“ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოების განადგურებისთვის პრევენციული სამუშაოები 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით დერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით,  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხდება მაღალი რისკის არეალების დასუფთავება, იქ სადაც შეიძლება მრავლდებოდეს ამ სახეობის კოღოები.

„გარკვეული რისკების შემთხვევაში უნდა მოხდეს მარტივი დაცვის საშუალებების გამოყენება, ე.წ. რეპელენტების, რომლებიც კანზე დამუშავების შემთხვევაში, ფაქტობრივად ნულამდე ჩამოყავს დაკბენის ალბათობა“. – ამბობს სერგეენკო.

იტვირთბა....