ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს მოქალაქეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიიღეს

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 25-ზე მეტმა ადამიანმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკო ამბობს, არც ერთ ქვეყანას ისლანდიის და საქართველოს გარდა, არ აქვს პრივილეგია, რომ პაციენტებს ასეთი მაღალი ღირებულების მკურნალობა უფასოდ მიაწოდოს.

„ეს პროექტი არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ბევრი ისურვებდა ამ პროექტში ჩართვას. ჩვენ ვმუშაობთ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და ვფიქრობ, ამ მხრივ სიახლეები გვექნება. თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტერიტორიებიდან 25-ზე მეტმა ადამიანმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო იმისათვის, რომ ამ პროექტში ჩართულიყო, ანუ მათთვის კარები ღიაა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ საქართველოს პასპორტი პროგრამაში ჩასართავად ძირითადად აფხაზეთში მცხოვრებლებმა აიღეს.

იტვირთბა....