მსოფლიო

„მის ამერიკის“ ტიტულის მფლობელი არმიის ოფიცერი გახდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტული არმიის ოფიცერს ერგო. 2016 წლის „მის ამერიკა“ ფერადკანიანი დეშაუნა ბარბერი გახდა.

სილამაზის კონკურსი ლას ვეგასის სტადიონზე ჩატარდა. 26 წლის დეშაუნა ბარბერს სცენაზე გვირგვინი წინა წლის კონკურსის გამარჯვებულმა გადასცა.

მეორე და მესამე ადგილები მის ჰავაიმ და მის ჯორჯიამ გაინაწილეს.

იტვირთბა....