თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც კომპანია ”თელასში” აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოების ჩატარებაა.
გთავაზობთ უბნებს, სადაც ელექტროენერგია შეიზღუდება:
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, სამრეწველო დასახლების, ჭიჭინაძის, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, ბაბუციძის, ოცხელის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყავლაშვილის, ცინცაძის, კოტე აფხაზის, ავლევის, ვერცხლის და ოქრომჭედლების ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV მიკრორაიონის, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, ცოტნე დადიანის, ჩარგლის, კავთისხევის, მახინჯაურის, დეპოს, მრევლიშვილის, კოხრეიძის და საყვირის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III, V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ჩახავას, ქავთარაძის, შავგულიძის, მარგიანის, პოლიტკოვსკაიას, მარიჯანის, მინდელის, ნუცუბიძის და ბედიას ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.