ახალი ამბები მთავარი

“ცენზურა იმიტომ არ შეეხო შენს ინტერვიუს, რომ ივანიშვილს ჰგონია გაგანადგურა”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტის, სალომე ასათიანის ფეისბუქ-პოსტს ეხმაურება, სადაც ასათიანი ივანიშვილთან ინტერვიუს სიტყვის თავისუფლების გაუმჯობესებად აფასებს:

“სალომე ასათიანმა, სიტყვის თავისუფლებააო, დაასკვნა?

ამიტომ არ კითხა რ2ზე არაფერი, ესე იგი, კი არ გამორჩა.
ამას გარდს, Salome Asatiani ცენზურა იმიტომ არ შეეხო შენს ინტერვიუს, რომ ივანიშვილს გონია, რომ გაგანადგურა და თვითონ კარგად გამოჩნდა.
ასე რომ, სიტყვის თავისუფლება და უცენზურობა კი არა, არაადეკვატური მანიაკის მმართველობა გვაქვს. პრაღიდან არ ჩანს კარგად, ეტყობა.”-წერს გვარამია.

შეგახსნებთ, 2 ივნისს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტ, სალომე ასათიანსა და ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილს შორის ინტერვიუ შედგა. ინტერვიუ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებსა და ყოფილი პრემიერის ღია წერილს ეხებოდა.

იტვირთბა....