ახალი ამბები ვიდეო მთავარი

რუსთავში სტიქიის შედეგებს მთელი ღამე ებრძოდნენ

რუსთავში გუშინ მომხდარი  სტიქიის შედეგად დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ძლიერმა წვიმამ  და სეტყვამ  ღამით შარტავასა და მეგობრობის გამზირები, ფალიაშვილის, ტაშკენტის, ლეონიძის, თოდრიასა და მესხიშვილის ქუჩებზე ცენტრალური გზები დატბორა. ნიაღვარმა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის ეზოები დატბორა. აღმაშენებლის ქუჩაზე  ასფალტის საფარი ჩავარდა.

სტიქიის შედეგებს რუსთავის მერი დავით ჯიქია მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდა. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს რუსთავის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაადგენს.

 

იტვირთბა....