ახალი ამბები მთავარი

მაშველები კახეთის მთებში ნაპოვნი ცხედრის ჩამოსვენებას ვერ ახერხებენ

მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ვერ ახერხებენ ახალსოფლის მთებში იმ ადგილას ასვლას, სადაც მწყემსმა ცხედარი ნახა.

სამუშაოებს მთაში რთული კლიმატური პირობები აფერხებს.

სოფლიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მწყემსმა ცხედართან ერთად, იარაღი და ზურგჩანთაც ნახა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ნივთები შესაძლოა გასული წლის დეკემბრის ბოლოს ლაგოდეხის მთებიდან გაუჩინარებულ ახალგაზრდებს ეკუთვნოდეს.

შეგახსენებთ, რომ სამი მამაკაცი მთაში სანადიროდ ახალი წლის წინა დღეებში წავიდა, თუმცა მათ კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

იტვირთბა....