ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეუთოსთის საქართველოს თემა არასდროს მოხსნილა დღის წესრიგიდან:
“„საქართველოს თემა არასოდეს მოხსნილა ეუთო-ს დღის წესრიგიდან. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ეუთო გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოსთვის. ეუთო-ში ავსტრიის თავმჯდომარეობის პირველივე ეტაპზე, საქართველოს ვეწვევი, რათა სხვა საკითხებთან ერთად, ვიმსჯელოთ იმაზეც, თუ დამატებით რა წვლილის შეტანა შეუძლია ეუთო-ს კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში”.
პრესკონფერენციის დროს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავსტრიას 2016 წლის 1-3 ივნისს ეწვია. ვენაში მან შეხვედრები გამართა ეუთო-ში და ავსტრიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმში.