7 და 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ხუთ პირს. ზუგდიდის სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
უფრო კონკრეტულად, 7 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ: ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილსა და გრიგოლ ტყემალაძეს, 10 ათას ლარიანი კი ვლადიმერ გეგეშიძეს.
ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს ერთმანეთს ფიზიკურად ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.