ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო“

განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ჟურნალისტებთან მისი გადადგომის შესახებ საუბრობს. ყოფილი მინისტრის განცხადებით, მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ლოგიკური იყო:

 

”მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკური, მარტივი, არგუმენტირებული, და გონივრული იყო ეს გადაწყვეტილება. იწურება 4 წელი განათლების სისტემაში განხორციელებული ქმედებების და რეფორმების და ძალიან მნიშვნელოვანია, შეფასდეს რეფორმები, ასევე დაიგეგმოს შემდგომი 4 წლის მიმართულებები, რომელიც სჭირდება სისტემას განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, სწორია, რომ დამოუკიდებელი თვალით იქნას დანახული და შეფასებული ის ქმედებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ 3-4 წლის განმავლობაში”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

შეგახსენბეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის ნაცვლად კვირიკაშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავას კანდიდატურა წამოაყენა.

იტვირთბა....