“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი სალომე ასათიანი, რომელმაც გუშინ ყოფილ პრემიერთან ინტერვიუ ჩაწერა, კრიტიკოსებს პასუხობს და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს ახსენებს, რომ მრავალი მცდელობის მიუხედავად, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხა.
“ნაცმოძრაობის შეუვალ მომხრეთა ნაწილში შეთქმულების თეორიაც დაბადებულა, რომ გუშინდელი ინტერვიუ “მეორე დუბლი” იყო, პირველი ივანიშვილს არ მოწონებია და თავიდან ჩაგვიწერია. სადამდე შეიძლება წავიდეს პოლიტიკური პარანოიით შეპყრობილი აზროვნება, გასაოცარი ამბავია ნამდვილად. ერთი ის “პირველი დუბლი” მანახა, ნეტავ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო, მართლა მაინტერესებს :)) მათთვის ალბათ წარმოუდგენელია ის, რომ პირველ არხზე გადის კრიტიკული გადაცემები. აწი რა იქნება, ამას ვნახავთ, მაგრამ ჯერჯერობით ასეა. და იმედია ოდესმე მიხეილ სააკაშვილიც გვესტუმრება გადაცემაში. მთელი პრეზიდენტობის დროს, ის არც ერთხელ არ დაგვთანხმდა ინტერვიუზე “რადიო თავისუფლების” ქართულ სამსახურს. იყო შემთხვევა, როცა პრაღაში მყოფმა ჩაშალა უკვე დანიშნული ინტერვიუ”. – წერს ასათიანი სოციალურ ქსელში.