სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. როგორც “მეტრონომის” კორესპოდენტი იტყობინება სხდომიდან “მედიის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი გააძევეს.
კინწურაშვილის გაძევების მიზეზი მის მიერ ნათქვამი სიტყვები გახდა. მან მოსამართლეებს უსირცხვილოები უწოდა.
ამასთან, მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა ტელეკომპანიის ადვოკატი თამთა მურადაშვილი.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აპროტესტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან რუსთავი 2-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.