ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა სამართალი

ექსკლუზივი: ნათია გუჯაბიძემ ნიკა გვარამიას ბრალდებას უპასუხა

საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა განახლდა.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სკანდალურ განცხადებას, რომ ერთ-ერთი მოსამართლე, ნათია გუჯაბიძე თაღლითობაშია ეჭვმიტანილი, სხდომაზე თავად გუჯაბიძე გამოეხმაურა:

 

,,უნდა არსებობდეს განაჩენი, რაც არ არსებობს. ამაზე განაცხადა მთავარმა პროკურორმაც. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არანაირი დევნა ჩემი მისამართით არ მიმდინარეობს. არც სარეკომენდაციო ბარათი არ ყოფილა გამოყენებული.

ეს ცრუ ბრალდებები მიმართულია  არა მარტო ჩემი, არამედ მთელი სასამართლოს წინააღმდეგ”- განაცხადა ნათია გუჯაბიძემ.

მისი თქმით, ის  გამოცდილი  და მიუკერძოებელი მოსამართლეა, შესაბამისად ეს გარემოებები ვერ შეუშლის ხელს ობიექტური განაჩენის გამოტანაში:

,,ამაზე მეტად მე საჯარო განცხადებას აღარ გავაკეთებ” – განაცხადა გუჯაბიძემ.

ამ დროისთვის მოსამართლის შეცვლის შუამდგომლობა ჯერ არ დაყენებულა. „მეტრონომის“ სპეციალური კორესპონდენტი სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.

იტვირთბა....