ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

საია “მაესტროს“ უფლებამოსილებაშეწყვეტილი თანამშრომლების საქმეს შეისწავლის

საია „მაესტროს“ გადაცემების – “ბიზნესკონტაქტისა“ და “საქმიანი დილის“ უფლებამოსილებაშეწყვეტილი თანამშრომლების საქმეს შეისწავლის. სამუშაო შეხვედრა „მაესტროდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებსა და საიას წარმომადგენლებს შორის, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში დღეს გაიმართა.

შეგახსენებთ, მაესტრომ “ბიზნესკონტაქტის“ და „საქმიანი დილას“ 32 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა.

“ვინაიდან მაესტროს ღია ეთერით გაკეთდა განცხადება სადაც გადაცემების წამყვანებმა მთლიანად შემოქმედებითი ჯგუფის სახელით მიმართეს მაესტროს დირექციას ულტიმატუმით, სადაც ისინი მოითხოვდნენ ყოფილი თანამშრომლის გიორგი ისაკაძის სამსახურში აღდგენას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში იტოვებდნენ უფლებას მთელი გუნდით ტელევიზიის დატოვებისას; ასევე ვინაიდან გაკეთდა სტუდია მაესტროს დირექტორის განცხადება სადაც ის უარით პასუხობს გიორგი ისაკაძის შეთავაზებას და ვინაიდან ამ დრომდე გაურკვეველი რჩება ამ გუნდის წევრების პოზიცია სტუდია მაესტროსთან შრომითი უფლებების გაგრძელების შესახებ ვბრძანებ: საქმის ვითარების სრულ გარკვევამდე დროებით შეუწყდეთ შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 2 ივნისიდან თანამშრომლებს“, – ნათქვამია არხის დირექტორის განცხადებაში.

იტვირთბა....