ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. ისინი სადაოს ხდიან სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს, რომელიც გაფლანგვას გულისხმობს.
ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, სარჩელი წარდგენა გამოიწვია კაბელების საქმეზე დამდგარი განაჩენისა და მოსამართლის დასაბუთების გაცნობამ, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის ჩადენისთვის თურმე საჭირო არ არის მოტივი.
მისივე შეფასებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეს იქნება პრევენცია სხვა მოქალაქეებისთვის, სამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად.
შეგახსენებთ, 16 მაისს საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს მოსამართლემ 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.