ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპმა ჰილარი კლინტონის ციხეში ჩასმა მოითხოვა

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის დონალდ ტრამპი დემოკრატ ჰილარი კლინტონის ციხეში ჩასმას ითხოვს.

“პირდაპირ ვიტყვი, ჰილარი კლინტონი ციხეში უნდა ჩაჯდეს, ის საშინელი დამნაშავეა.”– განაცხადა ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სან-ხოსეში.

ტრამპი ჰილარი კლინტონს ბრალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან მიმოწერისთვის კერძო საფოსტო სერვერის გამოყენებაში სდებს.

ამ განცხადებას ჰილარი კლინტონის გამოსვლა უძღოდა, სადაც მან მის უშუალო კონკურენტზე დონალდ ტრამპზე ვრცლად ისაუბრა. კლინტონის თქმით, ტრამპი შეუფერებელია ამერიკის პრეზიდენტობისთვის.

იტვირთბა....