ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ჩინეთი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის 9.1 მლნ დოლარს გამოყოფს

ჩინეთის მთავრობა საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის 60 მილიონი იუანის (დაახლოებით, 9.1 მილიონი აშშ დოლარი) დახმარებას გამოყოფს.

შეთანხმებას ხელი ,,საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო წარმომადგენელმა, კომერციის მინისტრის მოადგილემ ჭუნგ შანმა მოაწერეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ისევე როგორც 2014 წლის 18 დეკემბერს ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ,,ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთვის გათვალისწინებული 30 მილიონი იუანის (დაახლოებით, 4.8 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა (გრანტის სახით) მიმართული იქნება საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ორ რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სადაც თავმოყრილი იქნება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და ფსიქორეაბილიტაციის განყოფილება, როგორვ ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.

იტვირთბა....