ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ლევან მურუსიძე ადასტურებს, რომ ნათია გუჯაბიძეზე საჩივარი იყო შესული

„გუჯაბიძის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის სახდელი“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

საქმე შეეხება „რუსთავი 2-ის “- საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს. როგორც მურუსიძე ამბობს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივარი 2 წლის წინ იყო შესული, მაგრამ საბჭომ მას არავითარი სახდელი არ დააკისრა.

„მარტო გუჯაბიძეზე კი არა, ყველა მოსამართლეზე შემოსულ საჩივარს ვიხილავთ. როდესაც არის საჩივარი, რომ მოსამართლეს აქვს რაღაც გადაცდომა, საბჭო ყველაფერს იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ საკითხზე პასუხი გასცა და გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გუჯაბიძის მიმართ არასდროს არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის სახდელი“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მან ისიც განმარტა, თუ რატომ შეუწყდა ნათია გუჯაბიძეს სახელმწიფოს მხრიდან ბინის ქირის გადახდა.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეუწყდა ქირა, ეს საკითხი კონფიდენციალური არ არის, ამაზე მან თავად განაცხადა უარი, ანუ მიმართა საბჭოს განცხადებით და უარი თქვა ქირაზე. კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ამაზე მეტს ვერც საბჭო და ვერც მე ვერ გეტყვით“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

შეგახსენებთმ რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, „რუსთავი 2-ის“ საქმის ერთ-ერთი განმხილველი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, თაღლიღობაშია შემჩნეული. მისი თქმით, მან სახელმწიფო ქონება გაფლანგა.

იტვირთბა....