კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომლის შვილი, დათუნა ლაზარიშვილი, X ფაქტორის ერთ-ერთი კონკურსანტია, პროექტის მენტორ ნინა სუბლატს უპირისპირდება.
კომპოზიტორმა სოციალურ ქსელში ე.წ. სქრინი გააზიარა სადაც ჩანს, რომ ნინა სუბლატი მას წერს, ცირა კობიაშვილი იმიტომ მჯობინა „იქს-ბოის“, რომ ასაკით უფრო დიდია და ეს პრივილეგიას ანიჭებს .
ამის შესახებ მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„თუ ნიჭს ვაღიარებთ ნიჭი ჩანასახშივე აქტიურია 😉 როცა კედელს თავნარტყამი დიდები (ვგულისხმობ გამოცდილებას და პედაგოგებთან, თუნდაც “იუთუბით” მეცადინეობას) რომ მაინც ვერ ახერხებენ ბგერის დამორჩილებას და რა თქმა უნდა, არამარტო ბგერის, არ ვთვლი რომ დიდი პატარაზე პრივილეგირებული უნდა იყოს იმიტომ რომ მასზე მეტი წელია ცხოვრობს :))))) არსებობს ზებუნებრივი ძალები რასაც მოკვდავები ვერ შეეწინააღმდეგებიან.
PS: ცირას და ბიჭებს არ ვგულისხმობ 🙂 ზოგადად დიდის და პატარას პრივილეგიებზე გავამახვილე ყურადღება.“ – წერს კაჭკაჭიშვილი.
შეგახსნებეთ, რომ მაყურებლის გადაწყვეტილებით, „X ფაქტორი“ დათო ფორჩხიძის კონკურსანტებმა, „იქს ბოიმ“ დატოვა.