საზოგადოება

„არ ვთვლი მენტორებს ისეთ კომპეტენტურებად, რომ მათგან მივიღო შენიშვნები“

გახდება თუ არა სამგზის გამარჯვებული მენტორი, დათო ფორჩხიძე X ფაქტორის გამარჯვებული მენტორიც? სოციალურ ქსელში პროექტის მაყურებელთა ნაწილი წერს, რომ ეს ვერ მოხდება, რადგან ფორჩხიძე კონკურსის მსვლელობისას აშკარად პასიურობს.

თავად დათო ფორჩხიძე კი მიიჩნევს, რომ დანარჩენ მენტორებზე მეტი კომპეტენცია აქვს და მისი კონკურსანტი მაყურებელმა უნდა შეაფასოს.

დათო ფორჩხიძე: „არ ვთვლი მენტორებს ისეთ კომპეტენტურებად, რომ მათგან მივიღო შენიშვნები, რომელსაც არ ვეთანხმები. თუ მაყურებელს უნდა, რომ მე ცვილის ფიგურასავით ვიჯდე და ვილაპარაკო ჩემი კონკურენტი მენტორების ხარვეზებზე, გავაგრძელებ ამას დიდი სიამოვნებით. მაგრამ თუ უნდათ საქმე გავაკეთო, უნდა დაურეკონ ჩემს კონკურსანტებს მათთვის დაწესებულ ნომრებზე“. – ამბობს ფორჩხიძე.

იტვირთბა....